logo_geo
eng_logo
ლევან ნიკოლეიშვილი: ლევან ბერძენიშვილი მილიონ 800 ათას ადამიანს უწოდებს ან ჯალათს, ან ავადმყოფს და ეს არის სამარცხვინო
- +

24 ნოემბერი. 2020. 02:15

 

 

„ერთი შეხედვით, მის პიროვნებასთან ეს განცხადება შეუსაბამოა, მაგრამ უფრო შესაბამისი არის მისი ბიოგრაფიიდან გამომდინარე, თუ როგორ ხშირად იცვლიან ბერძენიშვილი და თავისი მეგობრები პოლიტიკურ გემოვნებას. როგორც წესი, ალბათ უფრო ფინანსური დაინტერესებიდან გამომდინარე“, - ასე გამოეხმაურა ექსპერტი, ლევან ნიკოლეიშვილი ლევან ბერძენიშვილის განცხადების იმ ნაწილს, სადაც ის აღნიშნავს, რომ „ყველა, ვინც მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნებას“, არის სამარცხვინო და ავადმყოფი ნაწილი ჩვენი ნაციისა“.

 

„2012 წელს ის ამბობდა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ 800 ათასმა ამომრჩეველმა მისცა ხმა და მაშინ ისინი იყვნენ ჯალათები, წელს, „ქართულ ოცნებას“ 900 ათასზე მეტმა ამომრჩეველმა მისცა ხმა და და ამათ უკვე ავადმყოფებს უწოდებს. ე.ი. ბერძენიშვილის აზრით გამოდის შემდეგი შეჯამება: მილიონ 800 ათას ადამიანს ის უწოდებს ან ჯალათს ან ავადმყოფს და ეს არის ძალიან სამარცხვინო“, - განაცხადა ლევან ნიკოლეიშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner