logo_geo
eng_logo
ჯო ბაიდენმა აშშ-ის სახელმეწიფო მდივნის თანამდებობაზე ენტონი ბლინკენის კანდიდატურა წარადგინა
- +

24 ნოემბერი. 2020. 02:52

 

 

ენტონი, ტონი ბლინკენი ამერიკელი დიპლომატია, რომელიც  ჯო ბაიდენმა სახელმწიფო მდივნად დაასახელა. ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ასევე წარადგინა კანდიდატურები სხვა თანამდებობებზე. კერძოდ, შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტზე  ბაიდენმა ალეხანდრო მაიორკასას კანდიდატურა წარადგინა, ეროვნული დაზვერვის დირექტორის პოსტზე - ევრილ ჰეინსის კანდიდატურა, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის თანაშემწის პოსტზე - ჯეიკ სალივანის კანდიდატურა, გაეროში აშშ-ის ელჩის პოსტზე - ლინდა თომას-გრინფილდის კანდიდატურა, ხოლო კლიმატის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელად კი აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი, ჯონ კერი წარადგინა.

 

ამერიკული მედიის პროგნოზით, 3 ნოემბრის არჩევნები აშშ-ში ჯო ბაიდენმა მოიგო. მას ახლა კოლეგიაში 306 ხმა აქვს, რაც ხმების საჭირო რაოდენობას (270) აღემატება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner