logo_geo
eng_logo
ზვიად კვაჭანტირაძე: აჰმედ ჩატაევი კუბლაშვილის სასამართლომ გაათავისუფლა
- +

2 ივლისი. 2016. 00:28


განცხადება იმის თაობაზე, თითქოს აჰმედ ჩატაევი ჩვენმა ხელისუფლებამ გაათავისუფლა, არის უტიფარი მცდელობა იმისა, რომ საქართველო ბინძურ კამპანიაში ჩარიონ. თითქოს, ჩვენს ხელისუფლებას სტამბოლის ტერაქტთან რამე კავშირი გააჩნია", - განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა, ზვიად კვაჭანტირაძემ გადაცემა 2030-ში.


დღეს, პრესის ზოგიერთი წარმომადგენელი ცდილობდა,  არასწორი მესიჯები გაევრცელებინა. მოდიოდნენ შეკითხვებით და იმასაც კი მეუბნებოდნენ, თითქოს, ეს პიროვნება ამნისტიით გავათავისუფლეთ. მერე, დაჭრილი კომენტარებით ისე გამოვიდა, თითქოს, თავის მართლების რეჟიმში ვიყავით. ჩვენ კი, თავის გამართლება ნამდვილად არ გვჭირდება. აჰმედ ჩატაევი 2013 წელს სასამართლომ გაათავისუფლა და მაშინ, სასამართლოს კუბლაშვილი ხელმძღვანელობდა", - განაცხადა კვაჭანტირაძემ.


მისი თქმით, იმის მიუხედავად, რომ პროკურატურა აჰმედ ჩატაევის პატიმრობაში დატოვებას ითხოვდა,  სასამართლომ მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.


პროკურატურის მოთხოვნის მიუხედავად, სასამართლომ მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო და ჩვენ ვინმეს მაგივრად პასუხისმგებლობა რატომ უნდა ავიღოთ?! საერთოდ, მსგავსი უბედურების თანამონაწილე, როგორიც ტერორიზმია, შესაძლოა,  ნებისმიერი პოტენციური დამნაშავე გახდეს და ამის პრევენცია შეუძლებელია. თუ სტამბოლის ტერაქტში ამ პიროვნების მონაწილეობა დადასტურდება, ის სათანადოდ უნდა დაისაჯოს, მაგრამ იმის მცდელობა, რომ ეს საქართველოს და ჩვენს ხელისუფლებას რაღაცნაირად დააკავშირონ, სიბრიყვე და უსინდისობაა", - განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner