logo_geo
eng_logo
დონალდ ტრამპი ხელისუფლების გადაბარების პროცესის დაწყებას დათანხმდა
- +

24 ნოემბერი. 2020. 10:20

 

 

დონალდ ტრამპი არჩეული პრეზიდენტისთვის, ჯო ბაიდენისთვის, ხელისუფლების გადაბარების პროცესის დაწყებას დათანხმდა.

 

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ფედერალურმა სააგენტომ, გენერალური სერვისების ადმინისტრაციამ, რომელიც მეთვალყურეობას უწევს ხელისუფლების გადაცემის პროცესს, „უნდა გააკეთოს ის, რისი გაკეთებაც საჭიროა“, თუმცა პირობა დადო, რომ არჩევნების ოფიციალური შედეგების წინააღმდეგ ბრძოლას არ შეწყვეტს.

 

„ბრძოლას გავაგრძელებთ. მაგრამ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მე ვურჩევ ემილისა და მის გუნდს, რომ გააკეთონ ის, რაც უნდა გაკეთდეს პროტოკოლთან დაკავშირებით და ჩემს გუნდსაც იმავეს გაკეთებისკენ მოვუწოდე“, - დაწერა დონალდ ტრამპმა „ტვიტერში“.

 

გენერალური სერვისების ადმინისტრაციამ (GSA) განაცხადა, რომ იგი აღიარებს ბაიდენს, როგორც „აშკარა გამარჯვებულს“. ადმინისტრატორის, ემილი მერფის ინფორმაციით, არჩეული პრეზიდენტისთვის 6.3 მილიონი აშშ დოლარი იქნება ხელმისაწვდომი.

 

ბაიდენის გუნდი გადაბარების პროცესის დაწყებას მიესალმა.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner