logo_geo
eng_logo
შიდა ქართლში საირიგაციო სისტემის მოწესრიგება გრძელდება
- +

24 ნოემბერი. 2020. 10:03

 

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ სამელიორაციო ინფრასტრუქტურულ პროექტებს ქვეყნის მასშტაბით   აქტიურად ახორციელებს.

 

შიდა ქართლში, ძევერა-შერთულის სარწყავი სისტემის მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს. დანალექი გრუნტისა და მცენარეული საფარისაგან მაგისტრალური არხის ერთ-ერთი წყალგამანაწილებლის 3-კილომეტრიანი მონაკვეთი იწმინდება. 

 

ექსპლუატაციის პროგრამით გატარებული ღონისძიებების შედეგად, არხში წყლის  გამტარუნარიანობა გაიზრდება, რის შემდეგაც სარწყავი წყლის მიწოდების რეჟიმი 650 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდება.

 

აღდგენილი საირიგაციო სისტემით გორის მუნიციპალიტეტის 4 სოფლის  მოსახლეობა ისარგებლებს (ძევერა, შერთული, კარალეთი და გარეჯვარი). 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner