კომპანია „ტესლას“ გენერალურმა დირექტორმა ილონ მასკმა, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში „მაიკროსოფტის“ დამფუძნებელ ბილ გეითსს გადაუსწრო. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
დღეის მონაცემებით, ილონ მასკი მსოფლიოს მეორე უმდიდრესი ადამიანია. გასულ კვირაში კომპანია „ტესლას“ შემოსავლები 10 პროცენტით გაიზარდა და ბოლო მონაცემებით, ილონ მასკი 127,9 მილიარდი დოლარის მფლობელია. ამ სიაში პირველ ადგილს ამაზონის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი იკავებს.
„ბლუმბერგის“ მონაცემებით, ბილ გეითსი 127,7 მილიარდი დოლარის მფლობელია და ეს ციფრი გაცილებით მაღალი იქნებოდა, გეითსი შემოსავლების დიდ ნაწილს ქველმოქმედებაზე რომ არ ხარჯავდეს.