logo_geo
eng_logo
გლახოს ამბავი, რომლის გახმაურებაც სულხან მოლაშვილს არ სურდა...
- +

2 ივლისი. 2016. 00:33


გთავაზობთ თამარ მოლაშვილი facebook - პოსტს:


„სულხანი და გლახო...

გლახო იმ დროს 12 წლის იყო. დედამისმა სეფსის ცენტრში 15 ლარით ჩამოიყვანა. მეტი არ ჰქონდათ.

შემთხვევით მეგობრისაგან გავიგე, რომ მისი მეზობელი რეანიმაციიდან უკვე გაყვანილი ჰყავდათ. 12 წლის გლახო სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე იყო. სეფსის ცენტრი ჩემს სახლთან ახლოს არის. გავიქეცი.

გლახო ჟანგბადს ითხოვდა. ექიმი არ უდგამდა. დედა ჟანგბადის ფულს ვერ იხდიდა.

ჟანგბადის მაღალი ცისფერი ბალონი გლახოს პალატასთან იდგა.

ექიმს ვთხოვე, რომ მომაკვდავი ბავშვისთვის ჟანგბადის ბალონი შეეტანათ.

-აზრი არ აქვს. მაინც კვდება. მიპასუხა.

როგორ მოხვდა ექიმის საყელო ჩემს ხელში, დღესაც არ მახსოვს.

რეანიმაციის ფოიეში გლახოს მამა მოთქმით ტიროდა. ერთადერთ ვაჟი უკვდებოდა.

ვურეკავ ავთო ჯორბენაძეს. 5 წუთში მდგომარეობა შეიცვალა. მეორე დღეს მოდიან ვახტანგ ქაცარავა და ნოდარ ლებანიძე. იწყება სიკვდილთან ბრძოლა. ვახოც და ნოდარიც უსასყიდლოდ ეხმარებიან, მაგრამ ყოველდღიურად 200 ლარამდე წამალი და სისხლია საჭირო.

ვურეკავ სულხანს. იმ დროს კომტროლის პალატის თავმჯდომარედ მუშაობდა. ყველას ვთხოვ, რომ ფული არ მოგვიტანონ. წამალი და სისხლი გვჭირდება.

გლახო პალატიდან ისევ რეანიმაციის ოთახში გადაიყვანეს. ერთი თვის განმავლობაში მკურნალობდა.

ამ ერთი თვის განმავლობაში სულხან მოლაშვილი გლახოსთვის წამლებს და სისხლს გზავნიდა. მომტანს აბარებდა, რომ მხოლოდ მისი დამსახურება არ იყო. მთელი კონტროლის პალატა გლახოს ეხმარებოდა.

გლახო გადარჩა. ყვარელში ცხოვრობს. დღეს თავად არის მშობელი.

დღემდე ეს ამბავი არავისთვის მითქვამს. სულხანმა მთხოვა. ნოველა "გლახო" კი რამდენიმე წლის წინ დავწერე", - წერს თამარ მოლაშვილი.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner