ჟურნალისტი მაკა რაზმაძე აფხაზეთის ომში დაღუპული ძმის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:
„ეს გიორგი რაზმაძეა - ჩემი პატარა ძმა... დღეს ჩემი ძმა კიდევ ერთხელ გახდა 19 წლის...
დღეს გიორგის დაბადების დღეა. 6 ივლისს კი, ზუსტად სამ დღეში მისი დაღუპვის დღე იქნება. გიორგი აფხაზეთის ომში დაიღუპა. გაიპარა ჩუმად, თავის მეგობრებთან ერთად ისე, რომ არავინ ვიცოდით და ვეღარ დაბრუნდა... ცოცხალი ვეღარ დაბრუნდა, როგორც არაერთი მისი თანატოლი...
ამიტომ, ის უკვე 20 წელზე მეტია ისევ და ისევ 19-ის სრულდება...
ყველაზე კარგ და კეთილშობილ ბიჭს დედამიწაზე და ახლა უკვე მთელს სამყაროში, ვულოცავ დაბადების დღეს...სადაც არის..."