logo_geo
eng_logo
ეკატერინე ტიკარაძე: პირველ რიგში ჩვენს ინტერესშია, საკმარისი რაოდენობის ტესტირება ჩატარდეს
- +

24 ნოემბერი. 2020. 14:10

 

„პირველ რიგში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და სამინისტროს ინტერესში შედის, საკმარისი რაოდენობის ტესტირება ჩატარდეს“, - ამის შესახებ ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

მინისტრის ამბობს, რომ ამ ვითარებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კოვიდ-ინფიცირებული პირების დროულად გამოვლენა და შემდგომ უკვე მათი მკურნალობა.

 

„თუ დავაკვირდებით დინამიკას, ხშირ შემთხვევაში, როდესაც შაბათ-კვირაა ან დასვენების დღეები, მომართვიანობა მნიშვნელოვნად იკლებს. შესაბამისად, ეს რაოდენობაზე აისახება.

 

მერწმუნეთ, პირველ რიგში ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინტერესებშია, ჩატარდეს საკმარისი რაოდენობის ტესტირება. 2 ბენეფიტი გვაქვს. როდესაც ადამიანების კონტაქტებს ვიძიებთ და გადადიან იზოლაციაში, ხოლო მეორე, როდესაც ინფიცირებულების დროული აღმოჩენა ხდება“, - აცხადებს ტიკარაძე.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner