„პირველ რიგში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და სამინისტროს ინტერესში შედის, საკმარისი რაოდენობის ტესტირება ჩატარდეს“, - ამის შესახებ ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მინისტრის ამბობს, რომ ამ ვითარებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კოვიდ-ინფიცირებული პირების დროულად გამოვლენა და შემდგომ უკვე მათი მკურნალობა.
„თუ დავაკვირდებით დინამიკას, ხშირ შემთხვევაში, როდესაც შაბათ-კვირაა ან დასვენების დღეები, მომართვიანობა მნიშვნელოვნად იკლებს. შესაბამისად, ეს რაოდენობაზე აისახება.
მერწმუნეთ, პირველ რიგში ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინტერესებშია, ჩატარდეს საკმარისი რაოდენობის ტესტირება. 2 ბენეფიტი გვაქვს. როდესაც ადამიანების კონტაქტებს ვიძიებთ და გადადიან იზოლაციაში, ხოლო მეორე, როდესაც ინფიცირებულების დროული აღმოჩენა ხდება“, - აცხადებს ტიკარაძე.