logo_geo
eng_logo
ინგა გრიგოლია: ამ ადამიანებმა ყველაზე მძიმე სექტემბერი გადამატანინეს, როცა „იმედმა“ გამომაპანღურა
- +

2 ივლისი. 2016. 01:03


ჟურნალისტი ინგა გრიგოლია facebook-ზე წერს:

 

დღეს ისე გამიხარდა ,,ოქროს ფრთის" აღება, როგორც არასდროს გამხარებია არც ერთი პრიზი...ხლა დავწერ რატომაც-მე ხომ ავიღე ეს ჯილდო ტვ პირველიდან" ლევან ჩხაიძემ აიღო ,,მაესტროდან" და ტელეკომპანია ,,იბერიას,, დამფუძნებელმა, სადაც ჩემი ყოფილი პროდუსერები არიან მთავარი გამწევი ძალა. მოკლედ, ყველა ეს ადამიანი ერთად ვიყავით ,,რეაქციის" გუნდი, რომლებმაც პროტესტის ნიშნად დატოვეს ,,იმედი", როცა ,, რეაქცია" დაიხურა. ხოდა მე ვარ დღეს სამმაგად ბედნიერი და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რა მაგარი გუნდი აკეთებდა ,,რეაქციას" სამმაგად კი არა, სამასმაგად ბედნიერი ვიყავი, როცა ასე სხვადასხვა ტელევიზიაში გადანაწილებულ ჩემს ერთგულ მეგობრებს და კოლეგებს ვუყურებდი და მახსენდებოდა, როგორ გადამატანინეს ამ ადამიანებმა ჩემი ცხოვრების ყველაზე მძიმე სექტემბერი, როცა ,,იმედმა" გამომაპანღურა. დედამიწაზე ყველა ჯილდოს იმსახურებენ ეს ადამიანები,უმაგრესი პროფესიონალები.

 

პ.ს. დღევანდელმა დაჯილდოებამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რამხელა უსამართლობა იყო ,,რეაქციის" დახურვა", - წერს ინგა გრიგოლია.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner