logo_geo
eng_logo
ამირან გამყრელიძე: COVID19-ზე პირველ რიგში ყველა ქვეყანაში სამედიცინო პერსონალს აცრიან, რადგან ყველაზე მოწყვლადი ეს ჯგუფია
- +

24 ნოემბერი. 2020. 14:30

 

 

„FDA-ამ მისცა გადაუდებელი დასტური რომ COVID19-ის სამკურნალოდ გამოიყენონ მონოკლონურ ანტისზეულებზე დამყარებული კოქტეილი, რომლითაც დონალდ ტრამპს უმკურნალეს, თუმცა ეს იქნება გამოყენებული მცირე მასშტაბით, უფრო დიდი იმედია ვაქცინა“, - ამის შესახებ საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

 

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, უკვე 5 ვაქცინამ გაიარა მესამე ფაზის კლინიკური კვლევები და რამდენიმემ საკმაოდ კარგი შედეგი აჩვენა.

 

„ერთ-ერთია „ფაიზერის“ და „ბიოენტეკის“ ვაქცინა, მეორე ასევე „მოდერნას“ ამერიკული ვაქცინა. ასევე დადასტურდა რომ „ოქსფორდის“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინას აქვს მაღალი პრევენცია“, - აღნიშნა გამყრელიძემ.

 

მისი თქმით, ვაქცინაციას დეკემბრის მეორე ნახევრიდან რამდენიმე ქვეყანა დაიწყებს.

 

„მოხდება ვიწრო ჯგუფების აცრა, თუმცა, უფრო ფართო ხელმისაწვდომობა ვაქცინაზე იქნება მომავალი წლის გაზაფხულიდან“, - აღინიშნა გამყრელიძემ.

 

„ყველა თანხმდება, რომ მაღალი რისკ-ჯგუფია ჩემი კოლეგები. COVID19-ზე პირველ რიგში ყველა ქვეყანაში სამედიცინო პერსონალს აცრიან. იგივე ამერიკის შეერთებული შტატები იწყებს სამედიცინო პერსონალის აცრას, რადგან ყველაზე მოწყვლადი ეს ჯგუფია. მეორე რისკ-ჯგუფი იქნება ხანდაზმულები და ვისაც აქვს თანმხლები დაავადებები. როგორიცაა ფილტვის ობსტრუქციული დაავადებები, დიაბეტი, გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებები. დანარჩენი კიდევ იქნება განხილული, როგორიცაა მოხუცებულთა სახლები, თავშესაფრები და ასე შემდეგ“, - განაცხადა გამყრელიძემ.

 

მისი თქმით, საქართველოსთვის ხელმისაწვდომი იქნება ის ვაქცინა, რომელსაც დასტურს მისცემს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner