რამაზ საყვარელიძის განცხადებით გოგი თოფაძესა და „რესპუბლიკელებს" შორის არსებული დაპირისპირება შესაძლოა კოალიციისთვის ერთგვარად მომგებიანიც იყოს:
„კოალიციის წევრებს შორის დაპირისპირება, შესაძლოა, ბევრი თვალსაზრისით სასარგებლოც აღმოჩნდეს. საზოგადოების იმ ნაწილის ხმები, რომელიც თოფაძის პოზიციას მხარს უჭერს, ისევ "ქართულ ოცნებასთან" მივა. ასევე, დიდი შანსია, დასავლეთმა უფრო მასშტაბურად დაინახოს, რომ საქართველოში ის ღირებულებები, რომელსაც რესპუპლიკელები იცავენ, ადვილი დასაცავი არ არის. თუ საქმე კოალიციის დაშლამდე მივიდა, რაც თითქმის გამორიცხულია, მაშინ ხმებიც გაიყოფა." - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ გადაცემაში 2030.