logo_geo
eng_logo
პარიზის პოლიციამ მიგრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა
- +

24 ნოემბერი. 2020. 16:26

 

 

„პარიზის პოლიციამ დედაქალაქის შუაგულში მიგრანტების მიერ მოწყობილი დროებითი ბანაკი ძალის გამოყენებით დაშალა“, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

 

გამოცემის ცნობით, რესპუბლიკის მოედანზე უსახლკარო მიგრანტებმა ათობით პატარა კარავი დადგეს. მათ, სოლიდარობის ნიშნად, მოხალისეებიც შეუერთდნენ, რომლებიც სკანდირებდნენ: „საბუთები ყველას, საცხოვრებელი ყველას!“

 

სამართალდამცავებმა შეკრებილების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, ზოგიერთს კი ხელკეტებით გაუსწორდა და საბოლოოდ კარვები დაშალა.

 

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ჟერალდ დარმანენი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, რომ პოლიციასა და მიგრანტებს შორის მომხდარი დაპირისპირების ზოგი სცენა აღმაშფოთებელი იყო. მან პოლიციას განხორციელებული მოქმედების შესახებ სრული ანგარიშის წარდგენა მოსთხოვა.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner