logo_geo
eng_logo
ლიეტუვას ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს
- +

24 ნოემბერი. 2020. 16:30

 

ლიეტუვის სეიმმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრად ყოფილი ფინანსთა მინისტრი ინგრიდა შიმონიტე დაამტკიცა. ინფორმაციას ამის შესახებ DELFI ავრცელებს.

 

მისი კანდიდატურა საკანონმდებლო ორგანოს ქვეყნის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ წარუდგინა.

 

ინგრიდა შიმონიტეს კანდიდატურას 62 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 10 წინააღმდეგი იყო, 41-მა თავი შეიკავა.

 

ახლა პრემიერმა 15-დღიან ვადაში პარლამენტს მთავრობა და სამთავრობო პროგრამა უნდა წარუდგინოს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner