logo_geo
eng_logo
სომხეთის ეკონომიკის მინისტრი გადადგა
- +

24 ნოემბერი. 2020. 16:36

 

სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა, ტიგრან ხაჩატრიანმა თანამდებობა დატოვა, - ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

 

„სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა ტიგრან ხაჩატრიანმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. ინფორმაცია მისმა პრესმდივანმა დაადასტურა", - წერს მედია.

 

ტიგრან ხაჩატრიანი სომხეთის ეკონომიკის მინისტრის პოსტზე 2018 წლის ოქტომბრიდან მუშაობდა.

 

შეგახსენებთ, მანამდე თანამდებობა დატოვეს სომხეთის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრებმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner