logo_geo
eng_logo
მაია ბითაძე კოვიდ ვითარებაზე - ოპოზიციის საპროტესტო აქციებმა თავისი შედეგი გამოიღო
- +

24 ნოემბერი. 2020. 18:11

 

„ძალიან სამწუხაროა, რომ საზოგადოების ერთი ნაწილი ოპოზიციის ხელმძღვანელობით, ბოლომდე არ დაემორჩილა მთავრობის და ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებს და საპროტესტო აქციებმა თავისი შედეგი გამოიღო“ - განაცხადა „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა მაია ბითაძემ.

 

მისი თქმით, ოპოზიცია არასერიოზულად უდგება არა მხოლოდ იმ მანდატს, რაც მათ საზოგადოებამ მიანიჭა, ის არასერიოზულად უდგება პანდემიას.

 

„ოპოზიცია არასერიოზულად უდგება არა მხოლოდ იმ მანდატს, რაც მათ საზოგადოებამ მიანიჭა, იმისთვის რომ იმუშაონ საკანონმდებლო ორგანოში და შეასრულონ თავისი ვალდებულება, ის არასერიოზულად უდგება პანდემიას, რაც ძალიან სამწუხაროა. მათთვის ნებისმიერი თემა შეიძლება იქცეს პოლიტიკური ბრძოლის საგნად, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს ქვეყნისადმი მათ არასერიოზულ დამოკიდებულებას“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner