logo_geo
eng_logo
იენს სტოლტენბერგი: ევროკავშირი აშშ-ის გარეშე ევროპას ვერ დაიცავს
- +

24 ნოემბერი. 2020. 18:13

 

 

NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ევროკავშირი აშშ-ის გარეშე ევროპას ვერ დაიცავს.

 

„ფაქტი ის არის, რომ ევროკავშირს არ შეუძლია ევროპის დაცვა. „ბრექსიტის“ შემდეგ NATO-ს წევრი ქვეყნების თავდაცვაზე ხარჯების 80% იმ ქვეყნებზე მოვა, რომლებიც ევროკავშირში არ შედიან“, - განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.

 

იენს სტოლტენბერგის თქმით, ევროპის დაცვისთვის საჭიროა უსაფრთხოების სფეროში აშშ-ის გარანტიები და ამერიკული სამხედროების ევროპაში ყოფნა.

 

„ევროპელებმა უფრო მეტი ინვესტიცია უნდა ჩადონ საკუთარ თავდაცვაში, თუმცა, ეს ძალისხმევა არასდროს ჩაანაცვლებს ტრანსატლანტიკურ ალიანსს. ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპას შორის კავშირების დასუსტების ნებისმიერი მცდელობა არა მხოლოდ NATO-ს დაასუსტებს, არამედ ევროპაშიც განხეთქილებას შეიტანს“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner