logo_geo
eng_logo
ვინ შეასრულა პირველად ,,მაკრატელა?"
- +

2 ივლისი. 2016. 01:54


ფანტაზიას მაშინ იმდენად აფასებდნენ, რომ ბევრმა ფეხბურთელმა სახელი გაითქვა როგორც სხვადასხვა ფინტისა თუ ილეთის გამომგონებელმა: ხუან ევარისტომ გამოიგონა ,,მარიანელა" (მარიანელლა) - ქუსლით პასი ნახტომში; პაბლო ბარტოლუჩიმ - ვარდნაში თავით დარტყმა; პედრო კალომინოს კი ,,მაკრატელას" გამომგონებლად მიიჩნევენ, თუმა ეს ფაქტი სადავოა. ზოგიერთების აზრით, ,,მაკრატელა" მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს პერუში გამოიგონეს; ბევრი ,,მაკრატელას" გამომგონებლად რამონ უნზაგა ასლას მიიჩნევს, ჩილეში საცხოვრებლად წასულ ბილბაოს მკვიდრს, რომელმაც ის პირველად 1914 წელს შეასრულა (ამას უკავშირებენ ტერმინ ,,ჩილენას" (ჩჰილენა) გამოყენებას სამხრეთ ამერიკის ესპანურენოვან ნაწილში, თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ ამ ტერმინის წარმოშობა ჩილელი დავიდ არელიანოს დამსახურებაა, რომელმაც ამ დარტყმის პოპულარიზება 1920 წელს ესპანურ ტურნეში მოახდინა); სხვები ფიქრობენ, რომ ეს დარტყმა მეოცე საუკუნის ოცდაათიანი წლების ბრაზილიელმა ფორვარდმა ლეონიდასმა გამოიგონა, რომელიც, თავის მხრივ, ამ დარტყმის გამოგონებას პეტრონილიო დე ბრიტოს მიაწერდა. როგორი უცნაურიც უნდა იყოს, ,,ასტონ ვილას" ყოფილი თავჯდომარე, დაგ ელისი ამტკიცებდა, რომ სწორედ მან გამოიგონა ,,მაკრატელა", მიუხედავად იმისა, რომ მას ფეხბურთი არასდროს, არც ერთ დონეზე არ უთამაშია, და თან დაიბადა ათი წლით გვიან მას შემდეგ, რაც უნზაგას მიერ ამ დარტყმის შესრულების შესახებ პირველი ჩანაწერი გაჩნდა. სინამდვილეში ვინ შეასრულა ეს დარტყმა პირველად, ნაკლებად მნიშვნელოვანია ოციან წლებში რივერ პლეიტის ესტუარის ფეხბურთზე მსჯელობის კონტექსტში. ბრიტანული ფეხბურთისთვის სამარცხვინო ისაა, რომ ფეხბურთის სამშობლო იმდენად ძნელად ეგუებოდა სიახლეებს, რომ არ არის გამორიცხული, ბრიტანეთში ეს დარტყმა პირველად მართლაც ელისს შეესრულებინა.


ჯონათან უილისი: ,,პირამიდის გადმობრუნება"


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner