„რესტორანში რომ ქეიფები იყო და 300-400-კაციანი ქორწილები ტარდებოდა, შემდეგ ქუჩის საპროტესტო აქციები - ჩემთვის ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ყველასთან დაკავშირებით ერთნაირად და გასაგებად ვამბობ - თუ სადმე ბევრი ხალხი იკრიბება და წესს არავინ იცავს, ეს არის პრობლემა“, - ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის ეთერში დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.
„ხშირად მეკითხებიან, იქონია თუ არა უარყოფითი გავლენა ეპიდვითარებაზე საპროტესტო აქციებმა. გაზაფხულზე მსგავსი კითხვები ეკლესიას ეხებოდა. ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს - სადაც ხალხი იკრიბება და არ იცავს არანაირ წესებს, არ ატარებს პირბადეს და არ იცავს დისტანციას - ყველას მიუძღვის ბრალი. რესტორანში რომ ქეიფები იყო და 300-400-კაციანი ქორწილები ტარდებოდა, შემდეგ ქუჩის საპროტესტო აქციები - ჩემთვის ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ყველასთან დაკავშირებით ერთნაირად და გასაგებად ვამბობ - თუ სადმე ბევრი ხალხი იკრიბება და წესს არავინ იცავს, ეს არის პრობლემა“, - განაცხადა იმნაძემ.