logo_geo
eng_logo
პაატა იმნაძე: ხშირად მეკითხებიან აქციებზე - სადაც ხალხი იკრიბება და წესებს არ იცავს, ყველას მიუძღვის ბრალი
- +

24 ნოემბერი. 2020. 23:48

 

რესტორანში რომ ქეიფები იყო და 300-400-კაციანი ქორწილები ტარდებოდა, შემდეგ ქუჩის საპროტესტო აქციები - ჩემთვის ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ყველასთან დაკავშირებით ერთნაირად  და გასაგებად ვამბობ - თუ სადმე ბევრი ხალხი იკრიბება და წესს არავინ იცავს, ეს არის პრობლემა, - ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის ეთერში დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

 

„ხშირად მეკითხებიან, იქონია თუ არა უარყოფითი გავლენა ეპიდვითარებაზე საპროტესტო აქციებმა. გაზაფხულზე მსგავსი კითხვები ეკლესიას ეხებოდა. ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს - სადაც ხალხი იკრიბება და არ იცავს არანაირ წესებს, არ ატარებს პირბადეს და არ იცავს დისტანციას - ყველას მიუძღვის ბრალი. რესტორანში რომ ქეიფები იყო და 300-400-კაციანი ქორწილები ტარდებოდა, შემდეგ ქუჩის საპროტესტო აქციები - ჩემთვის ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ყველასთან დაკავშირებით ერთნაირად და გასაგებად ვამბობ - თუ სადმე ბევრი ხალხი იკრიბება და წესს არავინ იცავს, ეს არის პრობლემა“, - განაცხადა იმნაძემ.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner