logo_geo
eng_logo
დიმიტრი ხუნდაძე: შეზღუდვების გამკაცრება გარდაუვალია, გადაწყვეტილება ალბათ ხვალ იქნება მიღებული
- +

25 ნოემბერი. 2020. 00:30

 

 

ამ ვითარებაში შეზღუდვების გამკაცრება გარდაუვალია. გადაწყვეტილება ალბათ ხვალ იქნება მიღებული და ეკონომიკური გუნდი, ეპიდემიოლოგები და მთავრობა - ყველა ერთად მივიღებთ გადაწყვეტილებას შეზღუდვებთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში  ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

 

„საკოორდინაციო საბჭოს ძირითადი საზრუნავი არის ოქროს შუალედის პოვნა. რა თქმა უნდა, უპირატესია მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია, გავუფრთხილდეთ ქვეყნის ეკონომიკასაც, რაც შემდეგ ისევ მოსახლეობის ყოფით რისკებზე აისახება. ამ ვითარებაში შეზღუდვების გამკაცრება გარდაუვალია. გადაწყვეტილება ალბათ ხვალ იქნება მიღებული და ეკონომიკური გუნდი, ეპიდემიოლოგები და მთავრობა - ყველა ერთად მივიღებთ გადაწყვეტილებას შეზღუდვებთან დაკავშირებით. ყველა შეზღუდვას უნდა ჰქონდეს მოსალოდნელი პოზიტიური შედეგი. შეზღუდვები უნდა იყოს წერტილოვანი და გავრცელდეს იქ, სადაც ყველაზე მეტად ირღვევა რეგულაციები. მობილობა უნდა დავიყვანოთ მინიმუმამდე, რათა გავიწყვიტოთ გავრცელების ჯაჭვი და ინფექციის გავრცელების მზარდი დინამიკა რამენაირად შევაჩეროთ“, - განაცხადა ხუნდაძემ.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner