logo_geo
eng_logo
თეიმურაზ კვირკველია: ის ნახევარი მილიონი ადამიანი, რომელიც „ნაცმოძრაობას“ აძლევს ხმას, სატელევიზიო სივრცეში გამეფებული უზნეობის მსხვერპლია!
- +

25 ნოემბერი. 2020. 01:52

 

 

სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილის მენტალობაც ისეა მოწყობილი, რომ ვინც ტელევიზიით ყველაზე ხშირად გამოდის, სწორედ ისინი ჰგონიათ ჭკვიანი და მისაბაძი ადამიანები“, - ამის შესახებ ჟურნალისტმა, ანალიტიკოსმა თეიმურაზ კვირკველიამ, „ასავალ-დასავალს“ განუცხადა.

 

დააკვირდით, ვის აქვს დაკავებული მთელი სატელევზიო სივრცე – მაჭუტაძეს, ჩერგოლეიშვილს, ნანუკა ჟორჟოლიანს, გრიგოლ და გიორგი ვაშაძეებს, ბაქრაძეს, უგულავასა და სხვებს, რომლებსაც არც ინტელექტუალური და არც ზნეობრივი რესურსი არ გააჩნია იმისთვის, რომ დღე და ღამე საზოგადოება მოძღვრონ.

სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილის მენტალობაც ისეა მოწყობილი, რომ ვინც ტელევიზიით ყველაზე ხშირად გამოდის, სწორედ ისინი ჰგონიათ ჭკვიანი და მისაბაძი ადამიანები.

 

ვიდრე საინფორმაციო სივრცე დაკავებული ექნებათ ვიც და უინტელექტო პოლიტიკურ არამზადებს, რომლებიც მხოლოდ ფულსა და სკამებს არიან დახარბებული, მანამდე სწორედ ასეთი სავალალო სურათი გვექნება! ის ნახევარი მილიონი ადამიანიც ,რომელიც არჩევნებში ნაცმოძრაობას აძლევს ხმას, სწორედ სატელევიზიო სივრცეში გამეფებული უწესობისა და უზნეობის მსხვერპლია!“, - აღნიშნა თემურაზ კვირკველიამ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner