logo_geo
eng_logo
დიანა ლიპარტელიანი: რა რთულია, უყურო სუსტ ოპოზიციას და მით უფრო, ქვეყნის მავნებელ ოპოზიციას
- +

25 ნოემბერი. 2020. 02:00

 

 

გუშინ, "მთავარზე" გასულ საინფორმაციო გამოშვებაში, ბოჭორიშვილის კლინიკის გენ. დირექტორის კარგად მიჩეხ-მოჩეხილ სინქრონში მაინც გაეპარათ ფრაზა, რომ  დღეს არსებული კოვიდ-პანდემიის სტატისტიკა იმის ბრალია, რომ "მთავრობამ ყური უგდო პოლიტიკურ კონიუქტურას და მთავრობამ ამის გამო ბევრი რამ შეარბილა."

 

ეს რომ გადელიას არ ეთქვა, ისედაც ყველამ ხომ ვიცით რამდენი შეზღუდვა შერბილდა პოლიტიკური და საზოგადოებრივი ფაქტორის გამო. ჰოდა, ამ საღამოს  "მთავარის" მთავარ გამოშვებაში ყველა ბრუნვაში ახსენეს კლინიკა და მისი დირექტორი, როგორც შეეძლოთ. არასასიამოვნო კონტექსტში, რა თქმა უნდა. არც ამირან გამყრელიძე დაივიწყეს. ვერ პატიობენ იმას, რომ მმართველი პარტიის პარტიულ ღონისძიებას დაესწრო.

 

ხომ ერთი ამბავია ვის მოსწონს და ვის არა მმართველი პარტია, მაგრამ იმ თაობას, რომელსაც კარგად ახსოვს "ჩარეცხილები" და იმ ტრაგედიის შემოქმედები, ის მთავრობა რომ მოსწონდეს, რომელიც პროფესიონალ და გამოცდილ ადამიანებს უსმენს, ამაში რამე გასაკვირია?! 

 

პანდემიაა. ამაზე რთული მდგომარეობა ქვეყანას ომის და ბუნებრივი კატასტროფების შემთხვევაში თუ შეექმნება და რა სამწუხაროა, რომ ქვეყნის მთავარი პარტიული ტელევიზია და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელი ე.წ. სამედიცინო ექსპერტები იმაზე არიან ორიენტირებული, კიდევ როგორ დააზარალონ ქვეყანა.

 

პ.ს. რა რთულია, უყურო სუსტ ოპოზიციას და მით უფრო, ქვეყნის მავნებელ ოპოზიციას.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner