logo_geo
eng_logo
იტალიაში კორონავირუსის ვაქცინის განაწილების დაწყება იანვრის ბოლოსთვის იგეგმება
- +

25 ნოემბერი. 2020. 02:52

 

 

იტალიაში კორონავირუსის ვაქცინის განაწილების დაწყება იანვრის ბოლოსთვის იგეგმება. ამის შესახებ ქვეყნის  პრემიერ-მინისტრმა, ჯუზეპე კონტემ განაცხადა. მისივე განმარტებით, ამ პერიოდისთვის, თარიღისთვის ვაქცინაცია ნებაყოფლობით საფუძველზე განხორციელდება და პირველ ეტაპზე მოწყვლადი ჯგუფებისთვის იქნება განკუთვნილი.

 

„მე ვაქცინას გავიკეთებ, ვინაიდან ვაქცინის განაწილება მხოლოდ მაშინ დაიწყება, როდესაც ვაქცინა აბსოლუტურად უსაფრთხო იქნება“, - დასძინა იტალიის პრემიერმა.

 

იტალიაში დღემდე კორონავირუსის 1 431 795 შემთხვევაა აღრიცხული.  50 453 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 584 ათასზე მეტი პაციენტი გამოჯანმრთელდა.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner