logo_geo
eng_logo
ალექსანდერ ვერშბოუ: ჩვენ პირობა დავდეთ, რომ უკრაინა და საქართველო NATO-ს წევრები გახდებიან
- +

25 ნოემბერი. 2020. 10:52

 

 

„ჩვენ პირობა დავდეთ, რომ უკრაინა და საქართველო ნატო-ს წევრები გახდებიან, მაგრამ ვერ გავითვალისწინეთ, როგორ შეიძლება მივაღწიოთ ამას“, - ამის შესახებ NATO-ს გენერალური მდივნის ყოფილმა მოადგილემ, ალექსანდერ ვერშბოუმ განაცხადა.

 

„ამერიკის ხმის“ ქართული რედაქცია ვერშბოუს მიერ „ატლანტიკური საბჭოს“ ორგანიზებულ ღონისძიებაზე გაკეთებულ კომენტარს აქვეყნებს. NATO-ს გენერალური მდივნის ყოფილი მოადგილე განმარტავს, რომ უკრაინასა და საქართველოს NATO-ში გაწევრიანებისთვის, შესაძლოა, ახალი სტატუსის შექმნა კარგი იყოს, მაგალითად, ასოცირებული წევრის სტატუსის.

 

„ნატო-ში რუსეთის წევრობის საკითხი, სერიოზულად იყო განხილული კლინტონსა და ელცინს შორის. თუმცა, საქმე ამაზე შორს არასდროს წასულა. ვეთანხმები მოსაზრებას, რომ შესაძლებელია ამ საკითხს რაიმე ფორმით დავუბრუნდეთ. მაგალითად, უკეთესი სამოქალაქო ურთიერთობა ნატო-სა და რუსეთს შორის, რათა არ ჰქონდეთ განცდა, რომ ნატო-რუსეთის პარტნიორობა მხოლოდ ფასადური მიდგომაა. ეს შეიძლება გაკეთდეს ერთგვარი ყოვლისმომცველი მეთოდით. თუ რას ვაკეთებთ უკრაინასა და საქართველოს წევრობისკენ სწრაფვის შესახებ: ჩვენ პირობა დავდეთ, რომ უკრაინა და საქართველო ნატო-ს წევრები გახდებიან, მაგრამ ვერ გავითვალისწინეთ, როგორ შეიძლება მივაღწიოთ ამას. შესაძლოა, ეს მოხერხდეს რაიმე ახალი, ასოცირებული წევრის სტატუსის შექმნით, უკრაინისთვის და საქართველოსთვის“ - განაცხადა ვერშბოუმ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner