logo_geo
eng_logo
ესპანელმა მეცნიერებმა COVID-19 ადრეული სიმპტომი დაასახელეს
- +

25 ნოემბერი. 2020. 11:10

 

 

„ცხვირის სიმშრალე და ნაზოფარინქსში უსიამოვნო შეგრძნება კორონავირუსული ინფექციის პირველი ნიშნებია“, - ამის შესახებ ბარსელონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა განაცხადეს. კვლევების შედეგები პორტალ medRxiv-ზე გამოქვეყნდა.

 

„ამ შეგრძნებების არსებობა, შესაძლოა, გათვალისწინებულ იქნას როგორც დიაგნოსტიკის დროს, ასევე სოციალური დისტანცირების მიზნით, განსაკუთრებით მსუბუქ შემთხვევებში”, - აღნიშნულია სტატიის ტექსტში.

 

ამ სიმპტომების მიზეზი ნაზოფარინქსის ეპითელიუმის დაზიანება არის.

 

კვლევამ, რომელშიც COVID-19-ის მსუბუქი სიმპტომების მქონე 35 პაციენტი მონაწილეობდა, აჩვენა, რომ 70%-ს ეს სიმშრალე აღენიშნებოდა. ამასთან, ზოგიერთ მათგანში ცხვირის სიმშრალის შეგრძნება წინ უძღოდა გემოსა და სუნის დაკარგვას.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner