„ვერ წარმოიდგენთ, თუ რა რთული გასაკეთებელია, როდესაც ვიღაცას ეუბნები კის და ვიღაცას - არას“, - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა.
მისი თქმით, დღის განმავლობაში უამრავ ზარსა და შეტყობინებას იღებს, სადაც პაციენტები დახმარებას სთხოვენ, თუმცა ვერ ეხმარება.
მისი თქმით, უნდა შეიცვალოს ჯანდაცვის პოლიტიკა, იმისთვის, რომ პაციენტები სამედიცინო მომსახურების გარეშე არ დარჩნენ.
„პაციენტები ზარალდებიან. ამიტომ, რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით უნდა შეიცვალოს ჯანდაცვის პოლიტიკა, უნდა შეიცვალოს სახელმწიფოს სტრატეგია თავიდან ბოლომდე, საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში უნდა მოხდეს გარკვეული ცვლილებები, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაs, რომელიც თვალებში შემოგვყურებს და ჩვენს იმედზე არიან დარჩენილნი, უიმედობა არ ჩავუნერგოთ. ვერ წარმოიდგენთ, თუ რა რთული გასაკეთებელია, როდესაც ვიღაცას ეუბნები კის და ვიღაცას - არას. გირეკავენ, დღეში 500 ზარი შემოდის და აკლებული გაქვს იმეილი, მესენჯერი... თხოვნით - „ექიმო, დამეხმარე“ და რომ ვერ ეხმარები.
ამიტომ, ყველამ ერთად უნდა მოიფიქროს რაღაც და პირველ რიგში ჯანდაცვის სამინისტრომ, რომ ასეთი რამ აღარ მოხდეს ქვეყანაში და პაციენტებმა, რომლებსაც სჭირდებათ ჰოსპიტალიზაცია, აუცილებლად უნდა მიიღონ სამედიცინო დახმარება. ამისთვის სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს.
პროგრესულად იზრდება ინფიცირებულთა რიცხვი, პროგრესულად იზრდება გარდაცვლილთა რიცხვი, ამიტომ, ყველამ ერთად, პოზიცია იქნება თუ ოპოზიცია, ყველამ უნდა იპოვოს გამოსავალი, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა გადარჩეს“, - განაცხადა ლევან რატიანმა.