„ინფექციის გავრცელების ტემპი თუ არ შევანელეთ, გველოდება ძალიან მძიმე დეკემბერი და სიკვდილობის მკვეთრი მატება“, - ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტი აკაკი ზოიძე „ფეისბუქზე“ წერს.
„სამწუხაროდ, პესიმისტური სცენარით მივდივართ... ზომების გამკაცრება გარდაუვალია. უფრო კონკრეტულად: რაც არ უნდა ბევრი საავადმყოფო და საწოლი დავამატოთ ან განვტვირთოთ, ვერ გაუძლებს სისტემა ვერანაირად, პირველ რიგში პერსონალი არ გვეყოფა. ინფექციის გავრცელების სიჩქარე თუ არ შევანელეთ, გველოდება ძალიან მძიმე დეკემბერი და სიკვდილობის მკვეთრი მატება. ინფექციის სწრაფი აღმავალი ტენდენციის შეჩერება შეიძლება 3 მიმართულებით ერთდროულად ზომების მიღებით:
ახლა თუ მივიღებთ ამ ზომებს, ორ კვირაში წავა ინფიცირებულთა კლება, 20-24 დღეში კი სიკვდილობის შემცირება, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. დასაწერად ადვილია, განსახორციელებლად ძალიან ძნელი, მაგრამ ჩემი აზრით სხვა გამოსავალი ახლა უკვე არ არის“, - წერს ზოიძე.