logo_geo
eng_logo
ბათუმის ერთ-ერთ კოვიდ-სასტუმროში პაციენტი ექთანს თავს დაესხა
- +

25 ნოემბერი. 2020. 13:54

 

 

ბათუმში ერთ-ერთ კოვიდ-სასტუმროში პაციენტი ექთანს თავს დაესხა და დაზიანებები მიაყენა.

 

ექთანი ასმათ ვარშალომიძე ამბობს, რომ პაციენტი მეტადონის პროგრამით სარგებლობს და იგი დამატებით ითხოვდა ძლიერმოქმედ მედიკამენტებს.

 

ამჟამად დაზარალებული ექთანი პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე იმყოფება.

 

„ექთანი მას აძლევდა მეტადონს, ღამით არ იყო გათვალისწინებული, მაგრამ მაინც ვაძლევდით გლიცინს და ვალერიანს, თუმც, ის არ კმაყოფილდებოდა და უფრო ძლიერ მედიკამენტს ითხოვდა. არ მეგონა, რომ თავს დამესხმებოდა. ერთ-ერთ პაციენტს გვერდით ოთახში წნევას ვუზომავდი, მომეპარა და ხალათით მახრჩობდა. ყელზე მომაბჯინა ბრიტვა, დასერილი მაქვს ხელები. პაციენტი მომეშველა და გადამარჩინა, თორემ არ ვიცი, რით დამთავრდებოდა ეს ყველაფერი. ამჟამად პოლიციაში ვარ დაკითხვაზე“, –  განუცხადა საქართველოს პირველ არხს სატელეფონო საუბარში ასმათ ვარშალომიძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner