logo_geo
eng_logo
ბერლინის ლაბორატორიებს COVID-19-ზე აღებულ ნიმუშებს დრონები მიაწვდიან
- +

25 ნოემბერი. 2020. 15:40

 

 

კალიფორნიაში დაფუძნებული კომპანია „Matternet“ ბერლინის ლაბორატორიებსა და საავადმყოფოებს ისეთ დრონებს გადასცემს, რომელსაც COVID-19-ის ტესტის გადატანა შეეძლება. ამის შესახებ ABC News  წერს.

 

გერმანიის ლაბორატორიებში იმედოვნებენ, რომ ახალი პროექტი გაამართლებს და დრონები კორონავირუსზე აღებული ტესტებისა და სხვა საჭირო ნიმუშების გადატანის დროს შეამცირებს და სამედიცინო მუშაკებს ქალაქში გადატვირთულ მოძრაობას თავიდან აარიდებს.

 

ცნობილია, რომ დრონებს ლაბორატორიამდე 11 კილომეტრის გავლა მოუწევთ. ოფიციალური პირების განცხადებით, ტესტირების ნიმუშის გადატანის დროს 1 საათიდან 10 წუთამდე შემცირდება. საბოლოოდ, ინოვაციურ პროექტზე დიდი იმედებს ამყარებენ და ამბობენ, რომ დრონები ბერლინის 6 წერტილიდან ლაბორატორიას რეგულარულად მიაწვდიან ნიმუშებს.

 

„მთელი თემა დრო შედეგამდე ნამდვილად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არსებობს COVID-19-ის ინფექციის ეჭვი, აუცილებელია სწრაფად შეძლონ ლაბორატორიებმა ადამიანის ინფიცირების დადგენა, რადგან პიროვნებამ განსაზღვროს და სწრაფად შეძლოს თვითიზოლაციაში გადასვლა, ან უარყოფითი პასუხის შემთხვევაში გააგრძელოს ჩვეულებრივი ცხოვრება", - განაცხადა ბერლინის ლაბორატორიის ხელმძღვანელმა, კლაუს ტენინგმა.

 

კომპანიის თქმით, თითოეულ მარშრუტზე იფრენს ორი დრონი, რომელსაც, თეორიულად, 24 საათის განმავლობაში შეუძლია ფრენა. თითოეული დრონი, სულ მცირე, 40 ნიმუშს გადაიტანს. ეს არა მხოლოდ COVID-ის ტესტების ტრანსპორტირებას შეეხება, არამედ ნებისმიერ ანალიზს, რომელიც ლაბორატორიაში შემოწმებას საჭიროებს.

 

გერმანიის დაავადებათა კონტროლის სააგენტოს, რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებით, ქვეყანაში 175 ლაბორატორია არსებობს. მათი ინფორმაციით, COVID-19-ზე ყოველ კვირას მილიონზე მეტი PCR  ტესტი ტარდება.

 

„პანდემიით გამოწვეულმა საგანგებო სიტუაციამ შეიძლება უფრო სწრაფი ცვლილებები და ინოვაციები მოახდინოს“, - განაცხადა ტენინგმა.

 

„Maternet“ უკვე მუშაობს მსგავსი სისტემის დრონების მიწოდებაზე შვეიცარიასა და ამერიკაში, თუმცა ბერლინი ევროკავშირში პირველი იქნება, ვისაც მსგავსი სისტემის დრონები ექნება. კომპანია დრონების ამოქმედებას 30 დეკემბრიდან ელოდება.

 

„Matternet“-ის დირექტორის განცხადებით, ძრავის მოულოდნელად ჩამოვარდნის შემთხვევაში, დრონებს პარაშუტი აქვთ, რაც ნიშნავს, რომ მისი დაზიანების შანსი ძალიან მცირეა.

 

„ისინი თვითონ დაფრინავენ და მიჰყვებიან წინასწარ განსაზღვრულ მარშრუტს, შემდეგ კი ავტომატურად ბრუნდებიან დანიშნულების ადგილზე", - განაცხადა „Matternet“-ის პროექტის მენეჯერმა.

 

ინოვაციური კომპანიის ხელმძღვანელობის განცხადებით, კონკრეტული დრონების გამოყენება შესაძლებელია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გადატანისთვისაც, რადგან დრონებს აქვთ ტემპერატურის მაკონტროლებელი სისტემა, რომელიც საჭიროა ვაქცინისთვის. თუმცა ცნობილია, რომ ამ ეტაპზე დრონების გამოყენება ვაქცინისთვის არ იგეგმება.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner