logo_geo
eng_logo
ბიწმენდში სკოლის და ბაღის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს
- +

25 ნოემბერი. 2020. 15:43

 

 

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბიწმენდში საბავშვო ბაღის და სკოლის მშენებლობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, სამუშაოების პროცესს მცხეთა-მთიანეთის მხარის რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი მაცაცო(მანანა) ნარიმანიძე მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილესთან გია გიუტაშვილთან ერთად გაეცნო.

 

მიუხედავად ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციისა, ობიექტებზე არ შეჩერებულა სამუშაოები და მშენებლობის პროცესი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული ყველა წესის დაცვით მიმდინარეობს.

 

მცხეთის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სამი საბავშვო ბაღი შენდება, წლის ბოლომდე ბიწმენდში, ძველ ქანდაში და  აღდგომლიაანთკარში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მშენებლობა უნდა დასრულდეს. თითოეული 50 ბავშვზე იქნება გათვლილი და თანამედროვე სტანდარტების ყველა მოთხოვნას დააკმაყოფილებს. აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე აღნიშნულ სოფლებში საბავშვო ბაღი არასდროს ყოფილა.

 

ბიწმენდის სკოლის შენობა ორსართულიანი იქნება და 90 ბავშვზე იქნება გათვლილი. სკოლა სახელმწიფო დაფინანსებით შენდება. დამკვეთი მუნიციპალური განვითარების ფონდია, მშენებლობას კი „ელემენტ კონტრაქშენ ენდ დიზაინი“ აწარმოებს.

 

„ჩვენთვის პრიორიტეტია განათლება და ბავშვებისთვის საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მოწყობა, ჩვენ დღეს დავათვალიერეთ სოფელ ბიწმენდში მიმდინარე ორი ობიექტის მშენებლობა, ეს გახლავთ საბავშვო ბაღი 50 აღსაზრდელზე გათვლილი, რომელიც სოფელს არასდროს ჰქონია და სკოლა, რომელიც იქნება თანამედროვე სტანდარტების 90 მოსწავლეზე გათვლილი, სამუშაოები რამდენიმე თვეში დასრულდება და შედეგად გარდა იმისა, რომ სოფელს საკუთარი სკოლა და ბაღი ექნება გაჩნდება დამატებითი სამუშაო ადგილებიც“, - განაცხადა გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner