ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ჯერჯერობით არ არის დადასტურებული, დაფიქსირდა თუ არა საქართველოში კორონავირუსით რეინფიცირების შემთხვევა.
მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე კვლევა მიმდინარეობს.
„რაც შეეხება რეინფიცირებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას, ჩვენ ამ ეტაპისთვის მხოლოდ ვიკვლევთ ამას და გარკვეული შედეგების მიღების და დაზუსტების შემდეგ გავაკეთებთ განცხადებას“, - განაცხადა ტიკარაძემ.
რაც შეეხება ქვეყანაში არსებული თავისუფალი საწოლების რაოდენობას, ტიკარაძის თქმით, დღეს, დილის 09:00 საათის მონაცემებით ასეთი 364 საწოლია.