logo_geo
eng_logo
ამირან გამყრელიძე: ბევრია ისეთი ადამიანი, ვისაც COVID-19 აქვს და გრიპი ჰგონია
- +

25 ნოემბერი. 2020. 16:11

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ქვეყანა პიკში უკვე შევიდა.

 

„ჩვენ პიკში შევედით და ეს არის ის მაჩვენებლები, რაც დასტურდება ლაბორატორიულად. ვაშინგტონის უნივერსიტეტის მონაცემების თანახმად, ჩვენ ამ ეტაპზე ვავლენთ 40-50% ინფიცირებულს. აქედან გამომდინარე, არიან სხვა ადამიანები, ვისაც აქვთ ვირუსი.

 

შესაძლოა თქვენს გარშემოც არიან ადამიანები, ვისაც ჰგონიათ, რომ ჩვეულებრივი ვირუსი აქვთ და ამ დროს კოვიდი გადააქვთ, თუ გამოიკვლევს, შესაძლოა, აღმოაჩინოს, რომ თურმე კორონავირუსული ინფექცია გადაუტანია“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

მისი თქმით, შეფასებითი მაჩვენებელი ორჯერ მეტია, მაგრამ ეს ხალხი ძირითადად არიან მსუბუქი სიმპტომების ან საერთოდ უსიმპტომოები.

 

„ჩვენ პიკში შევედით და აღმასვლა გაგრძელდება, თუ არ მივიღებთ გამკაცრებულ, გაფართოებულ ზომებს“, - დასძინა მან.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner