„ახლა ყველა დაავადების, რომელიც გაციებით მიმდინარეობს, ასევე მწვავე რესპირატორული ინფექციების, 90% არის კოვიდი. ანალიზების შედეგად დაჭერილია მხოლოდ თითო-ოროლა ძველი კორონავირუსი, ასევე სურდოს გამომწვევი ვირუსები. პრაქტიკულად ყველა გაციება არის კორონავირუსი“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, მსოფლიოში კორონავირუსით რეინფიცირების მხოლოდ რამდენიმე ფაქტია დადასტურებული.
„შეიძლება რეინფიცირება ჩვენთანაც მოხდეს, მაგრამ ეს არ არის ტენდენცია. იქიდან მოყოლებული, რაც დაიწყო პანდემია, დადასტურებულია, რომ კორონავირუსი იმუნიტეტს ტოვებს“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ.