„კოვიდ-პაციენტების 25%-ს გულის გართულებები აღენიშნებათ“, - ამის შესახებ კარდიოქირურგმა სულხან ლომინაძემ ტელეკომპანია „მაესტროში“ ჩართვისას განაცხადა.
მას კითხვით მიმართეს, რამდენად კავშირშია ერთმანეთთან კორონავირუსი და გულის პრობლემები.
„გული ფილტვებთან პირდაპირ კავშირშია. შესაბამისად, ფილტვების დაზიანება შემდეგ გულის მთელი დატვირთვით მუშაობას იწვევს. აქედან გამომდინარე, როდესაც ადამიანს გულის პათოლოგია აქვს, პაციენტის გული დიდი დატვირთვით მუშაობას ვეღარ უძლებს და ადგილი აქვს იმ გართულებებს, რომელიც თან ახლავს ამ დაავადებას.
ზოგადად, 25%-ის შემთხვევაში კოვიდ-პაციენტებს გულის გართულებები აქვთ და თუ მას ასევე თანმხლები დაავადებები: ჰიპერტენზია, დიაბეტი, კორონარული დაავადება და ასე შემდეგ, აღენიშნებათ, ეს მათ მდგომარეობას და დაავადების მიმდინარეობას ამძიმებს“, - განაცხადა კარდიოქირურგმა.