logo_geo
eng_logo
სოსო მანჯავიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ - ეს მარაზმი უნდა დავამთავროთ!
- +

2 ივლისი. 2016. 02:45


საკრებულოს წევრი სოსო მანჯავიძე facebook-ზე წერს:


არის ტრაგიკული სიმბოლიზმი იმაში, რომ გიგი წერეთელს ეუთო-გენერალური ასაბლეის პრეზიდენტად სწორედ სულხან მოლაშვილის დაღუპვისა და დაკრძალვის დღეებში აირჩევენ.

 

არც სააკაშვილის მიერ დიდგორზე შეკრების დაანონსებაა შემთხვევითი მოვლენა.

 

როგორც ერთი წმინდა მამა ამბობს, ღმერთი ადამიანებს ცხოვრებისეული სიტუაციებით მიანიშნებს და ასწავლის.

 

ამაზე ნათელი მინიშნებები ძნელი წარმოსადგენია,მაგრამ მაინც მეეჭვება,რომ ხელისუფლებამ ახლა მაინც გამოიტანოს დასკვნები.

 

არც პასუხისმგებლობის აღებას აპირებს ვინმე. ყველა ერთმანეთისკენ და სადღაც მაღლა იშვერს ხელს.

 

დიდგორზე შეკრება ხომ "ძლევაი საკვირველის" კარიკატურაა. დაცინვა.

 

ნაციონალური მოძრაობა და მისი მოკავშირე კოჰაბიტანტები ჩვენ,ხალხმა უნდა დავსაჯოთ. ეს მარაზმი უნდა დავამთავროთ. სწორედ ამას მიგვანიშნებს და გვასწავლის ამჟამინდელი სიტუაციების ტრაგიკული სიმბოლიზმი".


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner