ბათუმი პირველი ქალაქი იქნება საქართველოში, სადაც საბავშვო ბაღებში ენერგოეფექტურობის ევროპული სტანდარტები დაინერგება და აღიჭურვება შესაბამისი ენერგოდამზოგავი ტექნოლოგიებით.
საკითხთან დაკავშირებით, ბათუმის მერიის, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკისა (KfW) და კონსულტანტი კომპანიის - Fichtner GmbH & Co.KG-ის წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა ონლაინ ფორმატში გაიმართა.
ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით, პროექტი პირველ ეტაპზე ითვალისწინებს სხვადასხვა უახლესი ტექნოლოგიის ტესტირებას ბათუმის საბავშვო ბაღებში.
პროექტის მოსამზადებელ ეტაპზე შედგენილი იქნა მუნიციპალური ბაღების მოკლე ჩამონათვალი და წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, სადაც შესულია 25 ბაღი და ერთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი.
პროექტის აღმასრულებელი კონსულტანტი KfW-ს მიერ, წინასაკვალიფიკაციო შერჩევისა და შემდგომი სატენდერო პროცედურების საფუძველზე იქნა შერჩეული.
დაფინანსების ოდენობა 7,5 მილიონ ევროს შეადგენს გრანტის სახით.