logo_geo
eng_logo
რეპორტაჟი ,,ოქროს ფრთის” დაჯილდოებიდან
- +

2 ივლისი. 2016. 02:58


ჟურნალისტთა საერთაშორისო ფონდი „ოქროს ფრთა"  არა მხოლოდ ჟურნალისტებს აჯილდოებს, არამედ, სხვა პროფესიის წარმატებულ ადამიანებსაც.


ღონისძიებას ბევრი სტუმარი დაესწრო. რას ნიშნავს ეს ჯილდო ლაურეატებისთვის და როგორია ჟიურის დამოკიდებულება ამ ყველაზე პრესტიჟული ჯილდოსადმი.


ნიკუშა შენგელაია, „ოქროს ფრთის" ჟურის წევრი:


- კარგი კონკურსია, ასეთი რთული პროფესიის წარმომადგენლებს სტიმული სჭირდებათ, უნდა დაუფასო მუშაობა, შრომა, რომ ადამიანი ახალი ენერგიით შეუდგეს თავის უფლება-მოვალეობებს.


ნიკოლოზ წულუკიძე, ღონისძიების წამყვანი:


- შესანიშნავი მოვლენაა, როცა ჟურნალისტებს აქვს მოტივაცია, რომ მის შრომას აფასებენ. მიხარია, რომ ჩემი მეგობრებიც დაჯილდოვდნენ, ვულოცავ ყველას. ეს არის პროექტი, რომელსაც წლიდან წლამდე გაფაცივებით ელოდებიან ჟურნალისტები.


გოდერძი შარაშია, „იმედის" ჟურნალისტი:


- უღრმესი მადლობა ამ დიდი საჩუქრისთვის, ალბათ არ დამიჯერებთ, მაგრამ არ ველოდი ამ ჯილდოს. ეს არის პროექტი რომელიც ძალიან კარგ საქმეს აკეთებს ქართული ჟურნალისტიკისთვის და არა მხოლოდ ჟურნალისტიკისთვის... განსაკუთრებით ორ მომენტზე ამიჩუყდა გული, ეს იყო სტუდენტების დაჯილდოვება და ზვიად თხელიძის თემა.


ნანუ სუხიშვილი, ქართული ნაციონალური ბალეტის „სუხიშვილების" გენერალური დირექტორი:


_ ძალიან სასიხარულოა, რომ ჩვენს ქვეყანაში ეს დაჯილდოება XIV  ტარდება . ნამდვილად ღირსია  ჟურნალისტის პროფესია, რომ ასეთი  დაჯილდოებები ყოველწლიურად ტარდებოდეს, რადგან ეს პროფესია დაუფასებელია.  ბევრი ჟურნალისტი თავისი სიცოცხლის ხარჯზე  ეწირება  და მართლა დაუმსახურებლად ხშირად ილანძღება. ძალიან კარგია, რომ ეს დაჯილდოება ტარდება ყოველწლიურად და ეს არის დიდი სიხარული ყველა ამ პროფესიის წარმომადგენელისთვის. ჩემს დაჯილდოებას რაც შეეხება, მე ცოტა უხერხულად ვგრძნობ თავს , რადგან ჟურნალისტობასთან არანაირი კავშირი არ მაქვს. თუმცა, როგორც ითქვა ეს არის დაჯილდოება ხელოვნებაში გაწეული ღავაწლისთვის და მგონი, ამისთვის ცოტა ხანდაზმული უნდა იყო, რომ დაგაჯილდოვონ. მივხვდი რომ „ოქროს ფრთის" ჯილდო მარტო მე არ მეკუთვნის. ეს ჯილდო ჩემთან და ილიკოსთან ერთად ეკუთვნის ყველა ჩემი ოჯახის წამომადგენელს, სამივე თაობასს უხიშვილებისა და რამიშვილების ოჯახიდან, ასევე ჩემს დას, რომლის გარეშე ჩვენ ვერანაირ ღვაწლს  ვერ გავწევდით და ხელოვნებაში ჩვენს წვლილს ვერ შევიტანდით  მათ გარეშე. მე ხშირად ვიმეორებ, რომ ჩემთვის ყველაზე დიდი ჯილდო არის ჩემი ხალხის სიყვარული, რომელსაც ვგრნობ და ამისგან ბედნიერი ვარ.


ინგა გრიგოლია, ტვ პირველის გენერალური პროდიუსერი:


_ მე მეორედ ავიღე ეს ოქროს ფრთა, მაგრამ ამის აღება დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, იმიტომ რომ იცით რა მოხდა სინამდვილეში? ოქროს ფრთა დღეს სამ სხვადასხვა ტელევიზიაზე გადანაწილდა და ამ ტელევიზიების მთელი წარმომადგენლები „რეაქციის" გუნდს, შევადგენდით. დღეს მე ავიღე ჯილდო, ასევე „მაესტროში" რეაქციიდან წასულმა ლევან ჩხაიძემ და ასევე ტელეკომპანია „იბერიამ", სადაც „რეაქციის „ პროდიუსერები მუშაობენ. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, როგორი დაუმსახურებელი იყო ჩვენი გამოშვება ტელევიზიიდან, მაგრამ მაქვს ერთი აღმოჩენა, რომელიც ჩემს ცხოვრებაში დიდი ხნის წინ აღმოვაჩინე. როცა გხურავენ, მაინც უნდა გააგრძელო, როცა გზას გიჭრიან, სხვა გზა უნდა ეძებო, იმიტომ რომ გზა ყოველთვის არსებობს.


ლევან ჩხაიძე, მაესტროს წამყვანი:


_ ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ჟიურის ასეთი შემადგენლობა შემოდის და შენს მიმართ  ასეთ შეფასებებს აკეთებს. სიმართლე გითხრათ, ვღელავ, ცოტა მოულოდნელი იყო. არის მხოლოდ და მხოლოდ სტიმული დამატებითი და მოტივაცია, იმისთვის, რომ გააკეთო ბევრად უფრო კარგი, ბევრად უფრო მაგარი. მგონია, რომ უფრო მაგარ რაღაცებს გავაკეთებ და ვიქნები მართალი ყოველთვის.


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner