logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: ახალი არჩევნების ჩატარების საფუძველი არ არსებობს
- +

25 ნოემბერი. 2020. 19:00

 

 

„ახალი არჩევნების ჩატარების არანაირი საფუძველი არ არსებობს“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

 

მისი თქმით, ოპოზიციასთან მოლაპარაკებები გრძლდება, თუმცა მესამე რაუნდის თარიღი ჯერ არ განსაზღვრულა.

 

„მოლაპარაკებები გრძელდება და მორიგი შეხვედრა ფასილიტატორების ჩართულობით უნდა დაიგეგმოს. კონკრეტულად როდის იქნება მესამე რაუნდი, ამის თქმა გამიჭირდება. რაც შეეხება არჩევნებს, ახალი არჩევნების ჩატარების არანაირი საფუძველი არ არსებობს. ვისმენდით ამ ხნის განმავლობაში, რომ გარკვეული ხარვეზები იყო კონკრეტულ უბნებზე, რაც ძალიან დიდი ტყუილი იყო. ამის დასტური არის ის, რომ ჩვენ მათ შევთავაზეთ 1500-მდე უბნიდან, რომელსაც იტყოდნენ, გაგვეხსნა და გადაგვეთვალა, მაგრამ მათ ეს არ ისურვეს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner