logo_geo
eng_logo
მაია ცქიტიშვილი: ნებისმიერი ტიპის შეკრება პირდაპირ აძლევს ბიძგს ვირუსის გავრცელებას
- +

26 ნოემბერი. 2020. 02:43

 

 

„რაც უფრო მეტი თავყრილობაა, სადაც  არ ხდება წესების დაცვა, ხდება წესების დაცვის უგულვებელყოფა, მით უფრო მეტი იქნება ვირუსის გავრცელება. ეს ეხება როგორც პოლიტიკურ აქციებს, ისე ნებისმიერი სახის თავყრილობებს,  მაგალითად რესტორნებში, ან რომელიმე სხვა სივრცეში“ - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“  „ღია ეთერში“.

 

მისი თქმით, ნებისმიერი ტიპის შეკრება პირდაპირ აძლევს ბიძგს ვირუსის გავრცელებას.

 

„ნებისმიერი ტიპის მრავალრიცხოვანი შეკრება, განსაკუთრებით ისეთი, სადაც არ ხდება წესების დაცვა, პირდაპირ აძლევს ბიძგს ვირუსის გავრცელებას. ჩვენ ვხედავთ დღეს ვირუსის გავრცელების ძალიან მაღალ ტემპს, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებლი სხვა ფაქტორებთან ერთად იმ ძალიან მაღალ მობილობასთან, რომელიც ჩვენ ყველას გვქონდა არჩევნების წინა პერიოდშიც და არჩევნების შემდგომ პერიოდშიც. რაც უფრო მეტი თავყრილობაა, სადაც  არ ხდება წესების დაცვა, სადაც ხდება წესების დაცვის უგულვებელყოფა, მით უფრო მეტი იქნება ვირუსის გავრცელება. ეს ეხება პოლიტიკურ აქციებს,  მაგრამ  ასევე ეხება ნებისმიერი სახის თავყრილობებს, მაგალითად  რესტორნებში, ან რომელიმე სხვა სივრცეში, სადაც წესების უგულვებელყოფა ხდება“ - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner