logo_geo
eng_logo
მარინა კალიურანდი: არ მაქვს არანაირი საფუძველი, ეჭვი შევიტანო საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის მუშაობაში, რომელიც საქართველოში იმყოფებოდა
- +

26 ნოემბერი. 2020. 11:36

 

„პარლამენტში შესვლა, საკანონმდებლო ორგანოში მუშაობის დაწყება უმნიშვნელოვანესია და მოვუწოდებ პოლიტიკოსებს, შეუდგნენ საპარლამენტო საქმიანობას და ამით პატივი სცენ ელექტორატის დემოკრატიულ არჩევანს“,- ამის შესახებ „ქრონიკასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ევროპარლამენტში სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის თავმჯდომარე მარინა კალიურანდმა განაცხადა.

 

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი და ესტონეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ოპოზიციის ბოიკოტის და არჩევნების შემდგომი პოლიტიკური ვითარების გარდა, საპარლამენტო არჩევნებზე, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიასა და მის ხელმძღვანელ, ტინი კოქსზე მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს და კიევიდან მასზე თავდასხმას გამოეხმაურა.

 

„სხვადასხვა პოლიტიკოსი სხვადასხვა განცხადებას აკეთებს და მათ სინდესზეა, რასაც ისინი ამბობენ. მე არ მაქვს არანაირი საფუძველი ეჭვი შევიტანო საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის მუშაობაში, რომელიც საქართველოში იმყოფებოდა და ეს არის ეუთო/ოდირი. მე მათ სრულად ვუჭერ მხარს. ისინი ისე აკვირდებიან არჩევნებს, უწევენ მონიტორინგს საარჩევნო პროცესს და წინასაარჩევნო პერიოდს საქართველოში, როგორც ამას სხვა ქვეყნებში აკეთებენ. ისინი არჩევნებზე დაკვირვებისას იცავენ და პატივს სცემენ საერთაშორისო სტანდარტებს. ვფიქრობ, მათზე პერსონალურად განხორციელებული შეტევა უბრალოდ არასამართლოანია“, - აცხადებს ევროპარლამენტარი.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner