აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ რელიგიურ შეკრებებზე დასწრებასთან დაკავშირებით ხელახალი შეზღუდვის შესახებ ნიუ იორკის გუბერნატორის ინიციატივას ვეტო დაადო. ინფორმაციას „ფოქს ნიუსი“ ავრცელებს.
უზენაესმა სასამართლომ ხუთი ხმით ოთხის წინააღმდეგ გააუქმა ენდრიუ კუომოს 6 ოქტომბრის ინიციატივა, რომელიც რელიგიურ შეკრებებზე შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებდა.
შეზღუდვები ეხებოდა რელიგიური მსახურების ჩატარებას ბრუკლინისა და ქვინსის რაიონებში.
გუბერნატორის ინიციატივა ნიუ-იორკის ტერიტორიაზე მასობრივი შეკრების და ბიზნეს საქმიანობის ზღვარსაც აწესებდა. ინიციატივის მიზანი ნიუ-იორკის რაიონებში „კოვიდ-19“-ის გავრცელების შეჩერება იყო.