logo_geo
eng_logo
თურქეთის სასამართლომ 2016 წლის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის საქმეზე ბრალდებულთა ნაწილს უვადო პატიმრობა მიუსაჯა
- +

26 ნოემბერი. 2020. 13:10

 

 

თურქეთის სასამართლომ 2016 წლის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის საქმეზე ბრალდებულთა ნაწილს უვადო პატიმრობა მიუსაჯა.

 

სასამართლოს გადაწყვეტილებით, სასჯელის ეს ზომა იმ თურქი ოფიცრების მიმართაც იქნება გამოყენებული, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ საბრძოლო მოქმედებებში.

 

სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის საქმეზე სულ 475 პირია ბრალდებული.

 

ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ოპოზიციონერი მქადაგებლის, ფეთჰულა გიულენის საქმეს, რომელსაც თურქეთი გადატრიალების ორგანიზებაში სდებს ბრალს, განცალკევებით განიხილავენ.

 

სახელმწიფო გადატრილების მცდელობა თურქეთში 2016 წლის 15 ივლისს მოხდა. დაიღუპა სულ მცირე 251 ადამიანი, 2 000-ზე მეტი კი დაიჭრა.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner