logo_geo
eng_logo
პანდემიის გამო, გერმანია ევროკავშირის ზამთრის კურორტების დახურვას ითხოვს, რასაც ავსტრია ეწინააღმდეგება
- +

26 ნოემბერი. 2020. 13:12

 

 

 

პანდემიის გამო, გერმანია ევროკავშირის ზამთრის კურორტების დახურვას ითხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

 

გამოცემის ცნობით, ბერლინი მოითხოვს, რომ ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად კურორტები სულ მცირე 10 იანვრამდე დახურონ.

 

„მე ამას ღიად ვიტყვი, იოლი არ იქნება, მაგრამ შევეცდებით“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა.

 

იტალიის პრემიერ-მინისტრმა სამთო-სათხილამურო სეზონის გადადების ინიციატივას მხარი უკვე დაუჭირა, თუმცა, ჯუზეპე კონტე მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება მთელი ევროპის მასშტაბით უნდა იყოს მიღებული.

 

„თუ იტალია დახურავს სამთო-სათხილამურო კურორტებს და ამ დროს საფრანგეთში, ავსტრიასა და სხვა ქვეყნებში სეზონი დაიწყება, მაშინ იტალიის მოქალაქეები იქ გაემგზავრებიან და სამშობლოში შესაძლოა, ინფექციით დაბრუნდნენ“, – განაცხადა კონტემ.

 

ზამთრის კურორტების დახურვის წინააღმდეგია ავსტრია. ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ თუ ევროკავშირი აიძულებს წევრ ქვეყნებს, დახურონ ზამთრის კურორტები, მაშინ ბრიუსელს „საფასურის გადახდა მოუწევს“.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner