logo_geo
eng_logo
გერმანიაში „კოვიდ-19“-ის გამო დაწესებული შეზღუდვები შესაძლოა, სრულად 2021 წლის მარტამდე არ მოიხსნას
- +

26 ნოემბერი. 2020. 13:13

 

 

გერმანიაში „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვები სრულად შესაძლოა, 2021 წლის მარტამდე არ მოიხსნას. შესაბამისი განცხადება გერმანიის კანცლერის ადმინისტრაციის უფროსმა, ჰელგ ბრაუნმა გააკეთა.

 

„წინ ზამთრის მძიმე თვეები გვაქვს, ეს მარტამდე გაგრძელდება. მარტის შემდეგ, ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ ბევრი ადამიანის ვაქცინაციას მოვახერხებთ და უფრო მარტივი იქნება გაზაფხულისთვის ინფექციის მაჩვენებლის შემცირება“, –  განაცხადა ჰელგ ბრაუნმა.

 

შეგახსენებთ, გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები 20 დეკემბრამდე გაახანგრძლივა.

 

გადაწყვეტილება ქვეყნის 16-ვე მხარის წარმომადგენელთან კონსულტაციის შედეგად იქნა მიღებული.

 

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გერმანიაში „კოვიდ-19“-ის ლაბორატორიულად დადასტურებული 983 588 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 22 268 ადამიანი.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner