logo_geo
eng_logo
ხორავას ქუჩაზე გარდაცვლილი მამაკაცები უსინათლოები იყვნენ - ხანძარი სავარაუდოდ ელექტროსადენებმა გამოიწვია
- +

26 ნოემბერი. 2020. 13:40

 

„ხორავას ქუჩაზე მომხდარი ხანძრის შედეგად გარდაცვლილები 80 და 83 წლის უსინათლო ძმები იყვნენ“, - ამის შესახებ „კურიერს“ მეზობლებმა განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, მამაკაცების გადარჩენის შანსი იყო, თუმცა „112“-თან დაკავშირება დროულად ვერ მოხერხდა.

 

„112“ არ პასუხობდა ძალიან დიდხანს. თორემ ცოცხლები იყვნენ, აივანზე იდგა ცოცხალი კაცი, ცეცხლმოკიდებული. გადარჩენის შანსი იყო, დროულად რომ ეპასუხა „112“-ს. ჩვენ როცა გავიგეთ, ცეცხლი უკვე იყო ძალიან დიდი. შესვლის და იმ კაცების გამოყვანის შანსი ფიზიკურად არ არსებობდა“, - აცხადებს ერთ-ერთი მეზობელი.

 

ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა, ახლობლების ვარაუდით, ის ელექტროსადენებმა გამოიწვია, რადგან ბუნებრივი აირი ოჯახს არ მიეწოდებოდა.

 

გამგებლის მოადგილე ლევან ბაჩიაშვილის განცხადებით, ხანძრით მიყენებული ზარალი მას შემდეგ დაითვლება, რაც ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობას დაასრულებენ.

 

შეგახსენებთ, რომ დღეს ხორავას ქუჩაზე ხანძარს ორი მამაკაცი ემსხვერპლა. ხანძარი უკვე ლოკალიზებულია. დამწვარია 3 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართული. გარდაცვლილები სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.

 

ადგილზე მობილიზებული იყო 7 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner