-
+
26 ნოემბერი. 2020. 14:02
დიეგო მარადონას ცხედარი არგენტინის საპრეზიდენტო სასახლეში (Casa Rosada) გადაასვენეს. სასახლის წინ ასობით ადამიანი გამთენიისას შეიკრიბა და ისინი დიეგოს სახელს სკანდირებდნენ. ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო AFP ავრცელებს.
ოფიციალური ინფორმაციით, სახალხო პანაშვიდი ბუენოს-აირესის დროით დილის 6 საათზე (თბილისის დროით, 13:00) დაიწყება.
აღსანიშნავია, რომ დიეგოს ცხედარი საპრეზიდენტო სასახლეში სამი დღის განმავლობაში იქნება დასვენებული. მანამდე, არგენტინის მთავრობამ დიეგოს გარდაცვალების გამო ქვეყანაში 3-დღიანი გლოვა გამოაცხადა.
ფეხბურთის ღმერთად წოდებული დიეგო არმანდო მარადონა 25 ნოემბერს, გულის შეტევით, 60 წლის ასაკში გარდაიცვალა. „ნაპოლისა“ და არგენტინის ნაკრების ყოფილ თავდამსხმელს, რომელიც საკუთარ სახლში იმყოფებოდა, გული გაუჩერდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადის მედიკოსებმა დიეგოს გადარჩენა ვერ მოახერხეს.
წყარო :