logo_geo
eng_logo
ბარაკ ობამამ დონალდ ტრამპის მხარდამჭერი ლათინოამერიკელები გააკრიტიკა
- +

26 ნოემბერი. 2020. 14:07

 

 

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ დონალდ ტრამპის მხარდამჭერი ლათინოამერიკელები გააკრიტიკა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

 

ობამამ განაცხადა, რომ ბევრმა ლათინოამერიკელმა ამომრჩეველმა „არაფრად ჩააგდო ტრამპის მხრიდან მათ მიმართ გამოთქმული რასისტული განცხადებები, მხოლოდ იმის გამო, რომ ტრამპისა და მათი შეხედულება ერთნაირსქესიანთა ქორწინებასა და აბორტზე დაემთხვა“.

 

ობამამ ასევე განცხადა, რომ ტრამპის პრეზიდენტობის პირობებში, რესპუბლიკური პარტია თეთრკანიან მამაკაცებს მსხვერპლად წარმოადგენდა.

 

„ჩვენ ვნახეთ, რომ რესპუბლიკელები ცდილობდნენ, თეთრკანიანი მამაკაცები მსხვერპლად წარმოეჩინათ, რაც არ შეესაბამება ისტორიულ ფაქტებს და ეკონომიკურ მონაცემებს“, – განაცხადა ობამამ.

 

შეგახსენებთ, 2020 წლის არჩევნებზე აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა, ოთხი წლის წინ გამართულ კენჭისყრასთან შედარებით, გაცილებით მეტი ესპანელი ამერიკელის ხმა მიიღო.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner