logo_geo
eng_logo
კომერციული მოსყიდვის ფაქტზე „35-ე საფეხბურთო კლუბის“ პრეზიდენტი დააკავეს
- +

2 ივლისი. 2016. 11:07




სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კომერციული მოსყიდვისა და კომერციულ მოსყიდვაში დახმარების ფაქტზე ა(ა)იპ „35-ე საფეხბურთო კლუბის" პრეზიდენტი გოჩა ა. და მოქალაქე ვასილ მ. დააკავეს. აღნიშნულზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „რეპორტიორი" უცვლელად გთავაზობთ:


გამოძიებამ დაადგინა, რომ საფეხბურთო კლუბის პრეზიდენტმა გოჩა - მოქალაქე ვასილ -  დახმარებით უცხო ქვეყნის მოქალაქეს ()იპ 35- საფეხბურთო კლუბში" ფიქტიურად გაფორმების სანაცვლოდ მოსთხოვა და გამოართვა 8 000 აშშ დოლარი.


გამოძიება კომერციული მოსყიდვისა და კომერციულ მოსყიდვაში დახმარების ფაქტზე მიმდინარეობს  (საქართველოს სსკ-ის 221- მუხლის მე-3 ნაწილით და 25-221- მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).
გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს", - ნათქვამია განცხადებაში.  


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner